42 წლის კუბელი ლოპეს ნუნიესი პირველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეა, რომელმაც ოლიმპიადაზე 4 მედალი მოიგო და პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთე ოქროს მედალს შეუტევს.
“წავალ პარიზში და ყველას ვაჩვენებ, რომ 42 წლის კი არა, 25-ის ვარ”, – აღნიშნა სპორტსმენმა.
ნუნიესმა მედლების მოგება შემდეგ ოლიმპიადებზე მოახერხა – 2008 (პეკინი), 2012 (ლონდონი), 2016 (რიო), 2020 (ტოკიო).
ეს წარმატებები ამყარებს იმ აზრს, რომ ის ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავეა.