მიუნხენის “ბაიერნის” მეკარემ მანუელ ნოიერმა განაცხადა, რომ ის ნაკრებში დაბრუნებას არ გეგმავს.
ნოიერის თქმით, ის საკუთარი ნებით წავიდა ნაკრებიდან.
შეგახსენებთ, რომ მარკ ანდრე ტერ შტეგენმა მძიმე ტრავმა მიიღო და საფეხბურთო სამყაროში ალაპარაკდნენ იმაზე, თუ ვინ დაიცავს გერმანიის ეროვნული ნაკრების კარს.
“საკუთარი სურვილით წავედი. მე ტერ შტეგენს ოპერაციის შემდეგ ხმოვანი შეტყობინება გავუგზავნე. ყველა გარემოებიდან გამომდინარე, მას კარგად უჭირავს თავი. კარგად ვიცი, რას ნიშნავს ასეთი ტრავმის შემდეგ დაბრუნება და ვფიქრობ, მარკი ამას გაუმკლავდება“, – განაცხადა ნოიერმა Sky Sport-ის ეთერში.