საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მორაგბე დავით ნინიაშვილი ახალ კლუბში გადასვლასთან ახლოსაა.
ფრანგული სპორტული გამოცემების თანახმად, ნინიაშვილი “ლიონს” დატოვებს და “ლა როშელს” შეუერთდება.
გუნდის ერთ-ერთი ლიდერის შენარჩუნებას თავად “ლიონიც” ცდილობს, თუმცა ალბათობა იმის, რომ ნინიაშვილმა ახალი გამოწვევები აირჩიოს, მაღალია.
“ნინიაშვილს საუკეთესო პირობები შევთავაზეთ. სპორტსმენმა იცის, რა შეუძლია მიიღოს ჩვენგან და ჯერ არ იცის, რა ელის სხვაგან“, – განაცხადა „ლიონის“ პრეზიდენტმა იან რუბერმა.