spot_imgspot_imgspot_imgspot_img

ნიკოლოზ სიხარულაშვილი კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს

თბილისი “დინამოს” ახალგაზრდა ფეხბურთელი ნიკოლოზ სიხარულაშვილი კარიერას საბერძნეთის მეორე ლიგაში, მაკედონიკოს “ნეაპოლისში” გააგრძელებს. 

“ნეაპოლისი” საბერძნეთის მეორე ლიგის გუნდია. გასული სეზონი გუნდმა მეხუთე ადგილზე დაასრულა და უმაღლეს ლიგაში კვალიფიცირება ვერ შეძლო.

ნიკოლოზ სიხარულაშვილი U19 ნაკრების წევრია. ის თბილისური გუნდის გაზრდილია და გასულ სეზონში, “დინამო 2”-დან, “დინამოს” პირველ გუნდში გადავიდა.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები