ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას, “ბარსელონა” ორ ესპანელ ფეხბურთელს – ნიკო ვილიამსის და დანი ოლმოს ტრანსფერზე მუშაობს.
კატალონიელთა პრიორიტეტი ნიკო ვილიამსი იყო, თუმცა საქმე სხვანაირად ვითარდება. “ბარსელონას” სპორტული დირექტორი, პორტუგალიელი ყოფილი ფეხბურთელი დეკუ ლაიფციგშია და დანი ოლმოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
როგორც ცნობილია, ოლმო 6-წლიან კონტრაქტს დათანხმდა, მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, “ბარსელონას” “ლაიფციგისთვის” 60 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.