რგენტინელი ფეხბურთელი ნიკო გონსალესი კარიერას ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელებს. ის ტურინულ გუნდს “ფიორენტინადან” შეუერთდება.
“იუვენტუსს” ეს გარიგება 38 მილიონი ევრო დაუჯდება. ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
24 აგვისტოს ტურინელებმა ფრანცისკო კონსეისაუსთანაც მიაღწიეს შეთანხმებას. პორტუგალიელი 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ტურინულ გუნდს, “პორტუდან” შეუერთდება.