ცნობილი სპორტული ჟურნალისტის ჟოაო ფონტესის თქმით, ნეიმარს კატალონიის “ბარსელონაში” სურს დაბრუნება
“ალ ჰილალის” ფეხბურთელს გუნდში დაბრუნების სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც გუნდიდან ილქაი გუნდოგანის წასვლის შესახებ შეიტყო.
თუმცა ვარიანტი ნეიმარის ძველ კლუბში დაბრუნების, არც თუ ისე მაღალია.
ნეიმარი კატალონიურ კლუბში 2013-2017 წლებში ირიცხებოდა, რა დროშიც მან 105 გოლის გატანა შეძლო.