საუდის არაბეთის “ალ-ჰილალის“ ფორვარდმა, ნეიმარმა ტრავმა მიიღო აზიის ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში ირანის “ესტეგლალის“ (3:0) წინააღმდეგ.
ბრაზილიელი ვარსკვლავი 57-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და იძულებული გახდა, 86-ე წუთზე დაეტოვებინა მოედანი. ერთ-ერთ ეპიზოდში ნეიმარმა აჩქარება გააკეთა და ბარძაყი დაიზიანა.
ფორვარდი 369-დღიანი პაუზის შემდეგ, 21 ოქტომბერს დაბრუნდა მოედანზე. შეგახსენებთ, ნეიმარი წელიწადზე მეტი არ თამაშობდა მუხლის ჯვარედინი მყესებისა და მენისკის გაწყვეტის გამო.