დანიური “კოპენჰაგენის” მთავარმა მწვრთნელმა ჯეიკობ ნეესტრუპმა განაცხადა, რომ გუნდი გიორგი გოჩოლეიშვილსა და მის ოჯახს ეხმარება.
“გიორგი შესანიშნავი ფეხბურთელი და ძალიან კარგი პიროვნებაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მას და მის ოჯახს დავეხმაროთ, რომლებიც რთულ ვითარებაში არიან“, – განაცხადა ნეესტრუპმა.
ქართველ ლეგიონერი თანაგუნდელებმა და გულშემატკივრებმაც გაამხნევეს, ფანებმა სტადიონზე მის მხარდასაჭერად ბანერიც გამოფინეს – „გიორგი, ყველაფერი კარგად იქნება, გამაგრდი“.
მიუხედავად შვილის ავადმყოფობისა, გიორგი გოჩალეიშვილი “სილკებორგთან” სათამაშოდ მაინც გავიდა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.