“ნაპოლის” დირექტორის ჯოვანი მინას განცხადებით, ნიგერიელ ფორვარდ ვიქტორ ოსიმენს გუნდიდან წასვლა სურს. ოსიმენს ახალი გამოწვევების მიღება, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს.
“მას წასვლა უნდა, მაგრამ არ ვიცით არაფერი პსჟ-ზე და ჩელსიზე. ჩვენ ყველანაირად ვეძებთ გამოსავალს”, – განაცხადა ნეაპოლელთა დირექტორმა.
ვიქტორ ოსიმენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. გასული ორი წლის განმავლობაში, ნიგერიელმა ქართველ ხვიჩა კვარაცხელიასთან უძლიერესი დუო ჩამოაყალიბა, რამაც მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივარში უდიდესი სიმპათია დაიმსახურა.