“ნაპოლიმ” ოსიმენი და მარიო რუი სერია A-ს სასეზონო განაცხადში არ შეიყვანა. შესაბამისად ფეხბურთელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯარამდე გუნდის წევრები იქნებიან, თუმცა თამაშებს ვერ ჩაატარებენ.
ოსიმენს გუნდიდან წასვლა უნდოდა. მისი აგენტი რამდენიმე კლუბის მესვეურებს ხვდებოდა, თუმცა საბოლოო შეთანხმება ვერცერთ გუნდთან ვერ შედგა.
ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დუეტი “KO” “ნაპოლში” დასრულებულია.