ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, “ნაპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტს სთავაზობს.
ჟურნალისტის ცნობით, დღეს გუნდის ბორდი ფეხბურთელის აგენტს დაუკავშირდება და კონტრაქტის დეტალებს განიხილავენ. ნეაპოლური გუნდი მზადაა, წელიწადში 6 მილიონი ევრო გადაუხადოს ფეხბურთელს.
ახალ სეზონში კვარამ ყველა ტურნირზე 8 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 3 გოლის და 2 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.