იტალიის სერია A-ს მესამე ტურის შეხვედრაში, “ნაპოლიმ” დიეგო არმანდო მარადონას სახელობის მოედანზე “პარმას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი გოლი 19-ე წუთზე ანგე ბონიმ გაიტანა თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან. თითქოს ყველაფერი “პარმასთვის” კარგად მიდიოდა, თუმცა 90+2 წუთზე რომელუ ლუკაკუმ, ხოლო 90+6 წუთზე ფრანკ ზამბო ანგისამ თავიანთი გოლები გაიტანეს და ნეაპოლელებს სამი ქულა მოუტანეს.
გამორჩეული იყო ხვიჩა კვარაცხელია. ქართველმა თავი შედეგიანობით ვერ დაგვამახსოვრა, თუმცა მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიური იყო და გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი მიუძღვის.