დღეს, 31 აგვისტოს, იტალიის სერია A-ს მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება.
ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” დიეგო არმანდო მარადონას სახელობის მოედანზე “პარმას” უმასპინძლებს. შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება.
ნეაპოლური გუნდი ერთი მოგებით და ერთი მარცხით ცხრილის შუაში, მეათე ადგილს იკავებს, ხოლო “პარმა” ოთხი ქულით ცხრილში მეხუთეა.
გასულ ტურში თეთრ-შავ მაისურიანებმა “მილანი” 2:1 დაამარცხეს.