დღეს, 21 სექტემბერს, იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” “იუვენტუსს” შეხვდება. მატჩი ტურინში, 20:00 საათზე გაიმართება.
ანტონიო კონტეს “ნაპოლი” შეხვედრას კარგ ფორმაში ხვდება. გუნდმა ბოლო სამი შეხვედრიდან სამივე მოიგო და ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. რაც შეეხება “იუვენტუსს”, ტურინელებს ორი მოგება და ორი ფრე აქვთ, მათ რვა ქულა დააგროვეს და მეექვსე ადგილზე არიან.
კარგ ფორმაშია ხვიჩა კვარაცხელია. ქართველმა ვინგერმა 4 შეხვედრა ორ გოლს და ორ საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.