spot_imgspot_imgspot_imgspot_img

“ნაპოლი” “ატლანტასთან” დამარცხდა

იტალიის სერია A-ს  XI ტურის შეხვედრაში, “ნაპოლმა” “ატლანტას” უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.

შეხვედრის მეათე და ოცდამეთერთმეტე წუთებზე ადემოლა ლუკმანის გოლებით “ატლანტამ” პირველი ტაიმი მოიგო. მეორე ტაიმში ნეაპოლელთა ცდების მიუხედავად, მათ ანგარიში ვერ შეამცირეს და საპასუხოდ, 51-ე წუთზე რეტეგიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე  71 წუთი გაატარა. ქართველმა ნეაპოლელთა თამაშში ცვლილება ვერ შეიტანა  და მოედანი უგოლოდ დატოვა.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები