დღეს, 3 ნოემბერს, იტალიის სერია A-ს XI ტურის შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” “ატლანტას” უმასპინძლებს. შეხვედრა 15:30 საათზე დაიწყება.
10 ტურის შემდეგ “ნაპოლი” სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. ნეაპოლელების ანგარიშზე 25 ქულაა, ხოლო ბერგამოელები 19 ქულით, მეოთხე პოზიციაზე არიან.
კარგ სეზონს ატარებს ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია. ამ სეზონში მას ყველა ტურნირზე 12 შეხვედრაში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.