spot_imgspot_imgspot_imgspot_img

ნახევარფინალური წყვილები ცნობილია 

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მამაკაცთა კალათბურთში, ნახევარფინალური წყვილები ცნობილია. 

6 აგვისტოს გაიმართა მეოთხედფინალური შეხვედრები, საიდანაც 4 ქვეყანა – გერმანია,სერბეთი, საფრანგეთი და ამერიკა კვალიფიცირდნენ.

მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა გერმანიის ეროვნულმა გუნდმა, საბერძნეთს 76:63 მოუგო. 

სერბეთმა დაძაბულ შეხვედრაში, ავსტრალიის ნაკრები 95:90 დაამარცხა. გამორჩეული იყო სერბეთის ნაკრების ლიდერი ნიკოლა იოკიჩი, მან 21 ქულა და 14 მოხსნა განახორციელა.

ფრანგებმა კანადელებს 82:73 სძლიეს. მასპინძლები ნახევარფინალში იასპარეზებენ.

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა, ფავორიტის რანგში ბრაზილიას, 122:87 მოუგო და ნახევარფინალში გადაინაცვლა.

ნახევარფინალში საფრანგეთი გერმანიას, ხოლო ამერიკა სერბეთს შეხვდება. შეხვედრები 8 აგვისტოს გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები