დღეს, 8 აგვისტოს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა ფრენბურთის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება.
18:00 საათზე ბრაზილიის ფრენბურთელთა ნაკრები ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს დაუპირისპირდება,
დღის ბოლოს 22:00 საათზე კი თურქები იტალიელებს შეხვდებიან.
გამარჯვებული გუნდები 11 აგვისტოს ოქროსთვის იბრძოლებენ, ბრინჯაოსთვის შეხვედრა კი 10 აგვისტოს გაიმართება.