spot_imgspot_imgspot_imgspot_img

ნახევარფინალური შეხვედრები ხელბურთში

პარიზში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, ხელბურთის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება.

18:30 საათზე ესპანეთის ხელბურთელთა ნაკრები გერმანიას შეხვდება. ორივე ნაკრებმა მეოთხედფინალურ ეტაპზე დაძაბული და რთული მატჩები ჩაატარეს. გერმანიამ მასპინძელ საფრანგეთს, ხოლო ესპანეთმა ეგვიპტეს მოუგო.

23:00 საათზე სლოვენიის ნაკრები ტურნირის მთავარ ფავორიტს დანიის ნაკრებს შეხვდება. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ხელბურთელი, დანიელი მიკელ იენსენი 36 წლის ასაკში, კარიერის ბოლო წლებში ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები