ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებული ნაჩო ფერნანდესი “მადრიდის” რეალს დაემშვიდობა. ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთის კლუბ “ალ-ქადისიაში” გააგრძელებს.
ნაჩო მადრიდის რეალის გაზრდილია და ის კლუბში 23 წლის განმავლობაში ირიცხებოდა.
ესპანელის თქმით, მადრიდის “რეალი” მისი ოჯახია და ყოველთვის მადრიდული გუნდის გულშემატკივრად დარჩება.
“ეს ჩემი სახლია. მე აქ სამუშაოდ არასდროს მოვსულვარ, საერთოდ არა. მე აქ მოვდიოდი ყოველდღე, რათა დავრჩენილიყავი ჩემს სხვა ოჯახთან, მადრიდის “რეალთან”. მე ვიქნები შენი პირველი ფანი, დამიჯერე, მიყვარხარ”, – განაცხადა ნაჩო ფერნანდესმა.