დღეს, 3 ოქტომბერს ფუტსალის უმაღლესი ლიგის ახალი სეზონი დაიწყო. პირველი შეხვედრაში მოქმედმა ჩემპიონმა “ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა” “იუჯი წალენჯიხა” დამაჯერებელი ანგარიშით – 7:2 დაამარცხა.
“ნიუ ვიჟენის მხრიდან” 3-3 გოლი ვახტანგ ჯვარაშვილმა და იტალო ბსილიომ გაიტანეს, ხოლო ერთი გოლი დავით ხეჩიკაშვილის ანგარიშზეა.
რაც შეეხება “იუჯი წალენჯიხას”, პირველი გოლი გუნდის კაპიტანმა მიქაელ იორამაშვილმა გაიტანა, მეორე – ვაჟა კვარაცხელიამ.
დღეს ასევე ფუტსალის ლიგის დებიუტანტი თბილისი “დინამო” გამართავს პირველ შეხვედრას უძლიერესთა თანრიგში. მათი მეტოქე “პეესპე” იქნება.