ლეგენდარულმა ხორვატმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა, მადრიდულ გუნდში 27-ე ტიტული მოიგო. ის ამ ტიტულით, მადრიდული გუნდის ისტორიაში, ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი გახდა
ლუკა მოდრჩის მონაგარი მადრიდულ კლუბში გახლავთ – 6 ჩემპიონთა ლიგა, 4 ლა ლიგა, 4 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 6 სუპერ თასი, 2 ესპანეთის თასი და 5 ესპანეთის სუპერ თასი.
UEFA-ს სუპერ თასის შეხვედრაში, სამეფო კლუბმა, ბერგამოს “ატალანტა” 2:0 დაამარცხა და სუპერ თასს მეექვსედ დაეუფლა.