38 წლის ლუკა მოდრიჩი ხორვატიის ნაკრებში გამოიძახეს.
“რეალის” ნახევარმცველი თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდს ერთა ლიგაზე პორტუგალიასთან და პოლონეთთან დაეხმარება და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზეც მიიღებს მონაწილეობას.
მას უნდა 2026 წელს მუნდიალზე იასპარეზოს, რომელიც აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. იმ დროისთვის თითქმის 41 წლის იქნება.
ხორვატიის ნაკრები 5 სექტემბერს პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს, 8 სექტემბერს კი პოლონეთს შეხვდება.