22 სექტემბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ის მეხუთე ტურის შეხვედრაში, გიორგი მიქაუტაძის “ლიონმა” “მარსელს” უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 2:3 წააგო.
ქართველი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 67-ე წუთზე, ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად ჩაერთო, თუმცა ვერა შედეგიანად. მიქაუტაძის მშრალი სერია გრძელდება. გულშემატკივრები მისგან მეტს ელიან.
“ლიონი” 5 ტურის შემდეგ 4 ქულის მფლობელია და ცხრილში 14-ე პოზიცია უკავია.