საფრანგეთის ლიგა 1-ის მეცხრე ტურის შეხვედრაში, “ლიონმა” “ოსერს” უმასპინძლა და 2:2 ითამაშა.
დიდხნიანი უგოლო სერიის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძემ ნავსი გატეხა და დუბლი შეასრულა. ქართველმა ჯერ 45+5 წუთზე თავისივე მოპოვებული პენალტი გამოიყენა, ხოლო 62-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ორი ტურის წინ “ოსერს” ზურიკო დავითაშვილმა სამი გოლი გაუტანა.
9 ტურის შემდეგ “ლიონი” 14 ქულით მეშვიდე ადგილზეა.