როგორც ცნობილი ხდება, “მილანში” გუნდის მთავარი მწვრთნელის პაულო ფონსეკას მუშაობით უკმაყოფილო არიან.
გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, გუნდის სპეციალისტს ულტიმატუმი წაუყენა. იბრაჰიმოვიჩი მას გუნდში სიტუაციის გამოსწორებას სთხოვს სასწრაფოდ.
თუ მწვრთნელი ამას ვერ შეძლებს, სავარაუდოდ, ის გუნდს ნოემბერში დაემშვიდობება
“მილანი” 9 ტურის შემდეგ 14 ქულით მერვე ადგილზეა. გუნდი თავის შემდეგ შეხვედრას დღეს, 2 ნოემბერს
“მონცასთან” გამართავს. შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება.