იტალიურმა გუნდებმა – “მილანმა” და “რომამ” ფეხბურთელები გაცვალეს. ინგლისელი ტამი აბრაჰამი “მილანში” გააგრძელებს კარიერას, ხოლო ალექსის სალემაკერსი “რომაში”.
შეთანხმება ერთწლიან იჯარას მოიცავს.
ორივე ფეხბურთელს კლუბიდან წასვლა სურდა და ახალ გამოწვევებზე უარი არ უთქვამთ.
სამედიცინო შემოწმებას ფეხბურთელები დღეს, 30 აგვისტოს გაივლიან და ერთი წლით ახალი გუნდების მაისურებს მოირგებენ.