იტალიის ქალაქ ლინიანოში ჭადრაკში, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. სენიორებში (+50) ჩემპიონის ტიტული მიხეილ კეკელიძემ მოიპოვა.
თბილისელი დიდოსტატი თითქმის მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ლიდერობდა და საბოლოოდ ცხრა შესაძლებლიდან 7 ქულა მოაგროვა. ამდენივე ქულა ჰქონდათ ნიდერლანდელ ედვინ ვან ჰაასტერტსა და სლოვაკ მარტინ მრვას.
დამატებითი მაჩვენებლებს გათვალისწინებით, ჩემპიონის ტიტული კეკელიძემ მოიპოვა.