“რეალ სოსიედადის” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მიკელ მერინო ესპანურ გუნდს დატოვებს.
ფეხბურთელი სოსიედადის განაცხადში ვერ მოხვდა, რაც უკვე იმის დასტურია, რომ ის კარიერას მეთოფეებში გააგრძელებს.
ფეხბურთელს სურს “არსენალში” თამაში. მან ეს ჯერ კიდევ ივლისში დაადასტურა. კლუბები საბოლოო შეთანხმებას უახლოეს დღეებში მიიღებენ.