spot_imgspot_imgspot_imgspot_img

მესი შესაძლოა, “ბარსელონაში” დაბრუნდეს

არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი შესაძლოა, 2026 წელს “ბარსელონაში” დაბრუნდეს.

როგორც ინტერნეტგამოცემა Gol Digital იტყობინება, მესი აპირებს კატალონიურ გუნდთან შეერთებას მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად.

ამ მომენტისთვის ლიონელ მესი “ინტერ მაიამის“ ფეხბურთელია. კონტრაქტის მიხედვით, არგენტინელი MLS-ის კლუბთან 2025 წლის ბოლომდეა დაკავშირებული. მესიმ, შეიძლება, მოკლეხნიანი კონტრაქტი გააფორმოს “ბარსელონასთან“ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად, რომელიც 2026 წელს 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები