ლიონელ მესი საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას“ 125 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება.
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელისთვის ეს 2021 წლის შემდეგ პირველი გამოჩენა იქნება „ბარსელონას“ მოქმედი ხელმძღვანელების გვერდით. მაშინ მესიმ კლუბის მესვეურებთან შეთანხმება ვერ მოახერხა და თავისუფალი აგენტის სტატუსით პსჟ-ს შეუერთდა.
29 ნოემბერს ასევე იგეგმებოდა „ბარსელონას“ სტადიონის, „კამპ ნოუს“ ნაწილობრივი გახსნაც, თუმცა არენაზე შესაბამისი სამუშაოების დასრულება ვერ მოესწრო.
ლიონელ მესი ესპანური ფეხბურთის გრანდის ღირსებას 2003 წლიდან 2021 წლამდე იცავდა. გუნდის მაისურით ჩატარებულ 778 თამაშში მან 672 გოლი გაიტანა, 10-ჯერ ლა ლიგის ჩემპიონი გახდა, ხოლო ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო