პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს, 2 აგვისტოს კალათბურთის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება.
A ჯგუფი
15:30 – ავსტრალია – საბერძნეთი
საბერძნეთს გასული ორი შეხვედრიდან ორივე მარცხი აქვს, ავსტრალიელებს კი მოგება სჭირდებათ.
21:00 – კანადა-ესპანეთი
კანადელებს ორი შეხვედრიდან, ორივე მოგებული აქვთ და პლეიოფში თამაში გარანტირებულია. ესპანელებს ერთი მოგება აქვთ და მათაც გამარჯვება სჭირდებათ.
B ჯგუფი
ამ ჯგუფში ყველაფერი გადაწყვეტილია. შემდეგ ეტაპზე გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებები ითამაშებენ.
13:00 – იაპონია – ბრაზილია
ორივე ნაკრები ეცდება, რომ სამშობლოში მოგების გარეშე არ დაბრუნდეს.
23:00 – გერმანია – საფრანგეთი
მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის ნაკრები ჯგუფში პირველობას საფრანგეთთან გაარკვევს.