დღეს, 12 სექტემბერს, საქართველოს მესამე ლიგაში, ტურის ლიდერების შეხვედრა გაიმართება. ბათუმის “გონიო” თბილისის “იბერია 2”-ს უმასპინძლებს.
ეს შეხვედრა იმით არის გამორჩეული, რომ ორივე გუნდი პირველობისთვის იბრძვის. ბათუმურ გუნდს 35 ქულა აქვს და ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს. რაც შეეხება თბილისის “იბერია 2”-ს, გუნდი ხაშურის “ორბთან” თანაბარი ქულებით, მეორე-მესამე ადგილს იყოფს.
აღსანიშნავია “გონიოს” საინტერესო შემადგენლობა. გუნდში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრებს შევხვდებით. მაგალითად, რამდენიმე დღით ადრე, გუნდმა ლაზარე კუპატაძე დაიმატა. გუნდში ასევე ირიცხება კახი მახარაძე.