spot_imgspot_imgspot_imgspot_img

მერაბ დვალიშვილი – ვგეგმავ რეგიონებში გავხსნა დარბაზები, ვეძებ მწვრთნელებს

UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი მწვრთნელებს ეძებს, რომლებიც ქართველ ბავშვებს სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებაში მოამზადებენ.

დვალიშვილის თქმით, რეგიონებში დარბაზების გახსნას გეგმავს, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას შეიძენს და მწვრთნელებს ხელფასებს თავად გადაუხდის.

“ვეძებ მწვრთნელებს, ვინც ქართველ ბავშვებს სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებებში მოამზადებენ. ვგეგმავ რეგიონებში გავხსნა დარბაზები, შევიძენ ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას და მწვრთნელებს ხელფასებს მე გადავუხდი. ამ ყველაფერს ჩემი პირადი ხარჯებით გავაკეთებ. ყოველთვის მინდოდა სპორტის და საბრძოლო ხელოვნების განვითარებაში საკუთარი წვლილი შემეტანა”, – აცხადებს დვალიშვილი.

მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი 15 სექტემბერს გახდა.

ქამრისთვის ბრძოლაში 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.

მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები