UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოში ჩამოვიდა. აეროპორტში ქართველს ბევრი გულშემატკივარი დახვდა, ვისაც საჩემპიონო ქამარი წარუდგინა.
“მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი და ეს ჩემია… ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა და გპირდებით, რომ კიდევ ბევრჯერ გავაკეთებ რაც გასაკეთებელია”, – აღნიშნა სამშობლოში დაბრუნებულმა ქართველმა ჩემპიონმა.
შეგახსენებთ, რომ ქამრისთვის ბრძოლაში 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და მეორე ქართველი UFC-ის ჩემპიონი გახდა.