spot_imgspot_imgspot_imgspot_img

მერაბ დვალიშვილი – მიჰყევით საკუთარ ოცნებებს, იშრომეთ მუხლჩაუხრელად და ყველაფერი შესაძლებელია

ისტორია დაწერილია, საქართველოს UFC-ში მეორე ჩემპიონი ჰყავს. თავი სიზმარში მგონია, არ ვიცი როდის გავიღვიძებ. ცხოვრება მშვენიერია! მივმართავ ყველას: მიჰყევით საკუთარ ოცნებებს, იშრომეთ მუხლჩაუხრელად და ყველაფერი შესაძლებელია, – ამის შესახებ UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა განაცხადა.

“UFC საუკეთესოა და ყველას აძლევს შანსს, მნიშვნელობა არ აქვს საიდან ხარ. ოქტაგონზე ისე ვგრძნობდი თავს, როგორც ყველა სხვა ბრძოლაში და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოდი. ამ დღისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე და ოცნება ავიხდინე – საჩემპიონო ქამარი ჩემია. მსაჯების გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ცოტა უცნაურად წერენ ქულებს, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ბრძოლა მოვიგე და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი სწორედ მე ვარ. მე ისევ უბრალო ბიჭი ვარ, კვლავ მშენებელი.

ო’მალის ეგონა, რომ სხვებზე უკეთესია, მაგრამ დავუმტკიცე, რომ ყველა ადამიანი ნორმალურია და არავის აქვს უფლება ზემოდან ყურების. მშენებლობიდან ქამრამდე მოვედი და მიხარია, რომ ბევრისთვის შთაგონების წყარო გავხდები და დაიჯერებენ, რომ შრომით ყველაფერს მიაღწევ. დამიფასდა დიდი შრომა და დღეს მე UFC-ში საუკეთესო მებრძოლი ვარ!”, – განაცხადა დვალიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები