spot_imgspot_imgspot_imgspot_img

მერაბ დვალიშვილი – 29 სექტემბერს ჩამოვდივარ საქართველოში, შეგხვდებით ყველას

UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოში ჩამოდის.

ქართველი სპორტსმენი თბილისში 29 სექტემბერს, 17:00 საათზე ჩამოფრინდება.

“29 სექტემბერს ჩამოვდივარ საქართველოში და შევხვდები ჩვენს ქართველ გულშემატკივარს. თქვენთან ერთად მინდა აღვნიშნო UFC-ის ქამრის მოგება. საღამოს 5 საათზე ჩამოვფრინდები თბილისის აეროპორტში, ხოლო საღამოს 6 საათზე ფილარმონიასთან შეგვხდებით ყველას. თქვენთან ერთად მინდა გავიზიარო ეს მომენტი. ხოლო მეორე დღეს, 30 სექტემბერს, მექნება პრესკონფერენცია. შევხვდები ქართველ ჟურნალისტებს.

შემდეგ დღეს ვაპირებ აჭარაში, კერძოდ, ბათუმში ჩემს გულშემატკივრებთან შეხვედრას. ასევე იმერეთში და კიდევ ჩემს სოფელში ვაპირებ გულშემატკივრების ნახვას. 3-4 დღე ვიქნები საქართველოში”, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. 15 სექტემბერს ქამრისთვის ბრძოლაში 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.

მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები