spot_imgspot_imgspot_imgspot_img

მერაბ ბოქოლიშვილი “კავკასიაში” ითამაშებს 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი მოთამაშე მერაბ ბოქოლიშვილი სუპერ ლიგის ახალ სეზონს “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის” საკალათბურთო გუნდში გაატარებს. იგი ახალ გუნდს გურჯაანის “დელტადან” შეუერთდა.

გასულ სეზონში “კსუ” სუპერ ლიგის ვიცე ჩემპიონი გახდა. ნახევარფინალურ ეტაპზე ბექა წივწივაძის შეგირდებმა, სწორედ მერაბ ბოქოლიშვილის გურჯაანის “დელტას” სძლიეს, ფინალში კი “ქუთაისთან” დამარცხდნენ.

ბოქოლიშვილის გარდა “კავკასიამ” ასევე დაიმატა სოსო გოგნაძეც, რომელიც გასულ სეზონში ტყიბულის “ორბის” ღირსებას იცავდა.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები