ჰოლანდიელი ფეხბურთელი მემფის დეპაი, კარიერას “კორინთიანსში” გააგრძელებს. ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ფეხბურთელს არაერთი კარგი გუნდიდან გვახსოვს. კარიერას “პეესვე ეინდჰოვენში” დაიწყო, შემდეგ იყო მეგა ტრანსფერი “მანჩესტერ იუნაიტედში”, ინგლისელები მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც იგეგმებოდა.
ინგლისის შემდეგ იყო “ლიონი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო მადრიდი” და საბოლოოდ “კორინთიანსი”.