spot_imgspot_imgspot_imgspot_img

მბაპეს მიმართ დავალიანების გამო პსჟ შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგიდან გარიცხონ

“პარი სენ-ჟერმენმა” შესაძლოა, 2024-25 წლების სეზონისთვის გაცემული უეფას ლიცენზია დაკარგოს.

კლუბის ყოფილ ფეხბურთელთან კილიან მბაპესთან ფინანსური დავის გამო საფრანგეთის ჩემპიონი შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის 2024-25 წლების გათამაშებიდან გარიცხონ.

მბაპემ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის გავლით მიმართა საფრანგეთის ლიგისა და უეფას იურიდიულ კომისიებს, რათა მოითხოვოს თავისი ყოფილი კლუბისგან “პარი სენ-ჟერმენისგან” 55 მილიონი ევროს გადახდა ძველი კონტრაქტის მიხედვით.

Le Monde-ს წყაროს ინფორმაციით, საკითხში ფრანგული ლიგის (LFP) მონაწილეობა, შესაძლოა, კატასტროფად დაუჯდეს პსჟ-ს, რადგან ამ ორგანიზაციას სრული უფლება გააჩნია აუკრძალოს კლუბს ტრანსფერების განხორციელება, ასევე ჩამოართვას მას უეფას ლიცენზია, რაც ავტომატურად ნიშნავს ჩემპიონთა ლიგიდან გარიცხვას.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები