მიუნხენის “ბაიერნის” მარჯვენა მცველი ნუსაირ მაზრაუი “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშზე თანახმაა.
“მანჩესტერს” სურს, მაზრაუის გუნდში აყვანა, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია აარონ ვან-ბისაკაზე. თუ ის გუნდს დატოვებს, “მანჩესტერს” ახალი მარჯვენა მცველის მოყვანა მოუწევს, ეს მცველი კი მაროკოელი იქნება.