spot_imgspot_imgspot_imgspot_img

მატიას სინდელარი: ფეხბურთის მოცარტი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ნაცისტებს”

მატიას სინდელარი – ავსტრიელი ფეხბურთელი, რომელსაც ფართოდ თვლიდნენ  მისი ეპოქის ერთ-ერთ უდიდეს მოთამაშედ.

სინდელარი დაიბადა 1903 წლის 10 თებერვალს, კოზლოვში, მორავიაში (მაშინ ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ნაწილი), სინდელარი ცნობილი იყო თავისი ოსტატური თამაშით. ძირითადად თამაშობდა ვენის “ავსტრიაში” და იყო მთავარი ფიგურა ავსტრიის ნაკრებში. მისი თამაში მოედანზე გამოირჩეოდა განსაკუთრებული ტექნიკით, კრეატიულობითა და გოლის გატანის უნარით.

იდუმალებით მოცული გარდაცვალება

სინდელარის კარიერა და ცხოვრება იდუმალ გარემოებებში შეწყდა. ის თავის შეყვარებულ კამილა კასტანიოლასთან ერთდ ნახეს გარდაცვლილი, 1939 წლის 23 იანვარს, ვენაში. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა იყო, მაგრამ იყო ვარაუდი, რომ მისი სიკვდილი დაკავშირებული იყო ნაცისტური რეჟიმთან, რადგან ავსტრია ანექსირებული იყო ნაცისტური გერმანიის მიერ 1938 წელს.

1938 წლის 3 აპრილს, ავსტრიელებმა დამოუკიდებელი ავსტრიის სახელით ბოლო მატჩი გამართეს, დამპყრობელი გერმანიის წინააღმდეგ.სინდელარის სურვილით, ისინი ავსტრიის დროშის ფერებში იყვნენ გამოწყობილი. შეხვედრა ავსტრიელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა, სადაც  სინდელარმა უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა  და ნაცისტების მაღალჩინოსნების წინაშე გამომწვევად აღნიშნა. სწორედ ამის გამო ვარაუდობენ, რომ სინდელარის იდუმალებით მოცული, სიკვდილის მოტივი, სწორედ ეს აღნიშვნა გახდა.

სინდელარის მემკვიდრეობა ცოცხლობს, როგორც წინააღმდეგობისა და სპორტული ბრწყინვალების სიმბოლო. მისი ისტორია არ არის მხოლოდ ფეხბურთის ბრწყინვალება, არამედ გამბედაობა პოლიტიკური ჩაგვრის წინაშე.

მატიას სინდელარი დღემდე ითვლება ავსტრიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები