მაროკოსა და არგენტინის ნაკრებების შეხვედრაში უჩვეულო ფაქტი დაფიქსირდა. მატჩი 1:2 დასრულდა.
დასრულების შემდეგ, ვიდეო რეფერის დახმარებით, არგენტინელთა ბოლო გოლი გადამოწმდა, რომელიც არ იყო ჩასათვლელი. 2 საათის შემდეგ კი ფეხბურთელები მოედანზე დააბრუნეს, გოლი გააუქმეს და დარჩენილის 3 წუთი ახლიდან გადათამაშდა.
არგენტინის ნაკრების მწვრთნელის ხავიერ მასკერანოს თქმით, ეს ყველაფერი ცირკია.
“ეს არის ყველაზე დიდი ცირკი, რაც მინახავს ჩემს ცხოვრებაში”, – განაცხადა არგენტინელმა.