გერმანელი ფეხბურთელი, დორტმუნდის “ბორუსიას” ლეგენდა მარკო როისი, კარიერას “ლოს-ანჯელეს გალაქსიში” გააგრძელებს.
როისი გუნდს უფასოდ შეუერთდება.
ის ამერიკაში რამდენიმე დღეში ჩაფრინდება და 1-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
მარკო როისმა დორტმუნდში 429 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 170 გოლს და 139 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.