ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონას ვაჟი საფეხბურთო კლუბ “იბარას” მთავარი მწვრთნელი გახდა.
“იბარა” ესპანეთის მეხუთე ლიგის გუნდია. როგორც ესპანური სპორტული გამოცემები წერენ, დიეგო მარადონა უმცროსი გუნდს სეზონის ბოლომდე გაწვრთნის.
ლეგენდარული მარადონას შვილმა წარმატებული კარიერა ვერ აიწყო. ბოლოს ის სამოყვარულო გუნდებს წვრთნიდა.