მიუნხენის “ბაიერნის” და გერმანიის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ მანუელ ნოიერმა, სანაკრებო კარიერა დაასრულა. ეს განცხადება გერმანელმა კიპერმა დღეს, 21 აგვისტოს გააკეთა.
მანუელ ნოიერი გერმანიის ნაკრების კარს 2009 წლიდან იცავს. მისი დებიუტი 2009 წლის 2 ივნისს, არაბთა გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ შედგა.
მანუელ ნოიერს გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 124 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ამ შედეგით ნოიერი გერმანიის ნაკრების ისტორიაში მე-4 ადგილს იკავებს.