გიორგი მამარდაშვილი “ლივერპულის“ ფეხბურთელი უახლოეს საათებში ოფიციალურად გახდება – ქართველმა მეკარემ ინგლისურ გრანდში დღეს სამედიცინო შემოწმება გაიარა.
მამარდაშვილი სამედიცინო შემოწმებაზე თავის მენეჯერთან ლევან სეთურიძესთან და „ლივერპულის“ წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
“გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულთან“ 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ დასახელებული თანხა ოდნავ განსხვავებულია – „ვალენსია“ ფიქსირებულად 30 მილიონ ევროს მიიღებს, პლუს 5 მილიონი ევრო ბონუსების სახით დაემატება, ხოლო მომავალი ტრანსფერიდან ესპანურ კლუბს 10 პროცენტი ერგება“, – წერს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.