გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” “რეალ სოსიედადს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 3:0.
თამაში მასპინძლებმა კარგად დაიწყეს, მე-8 წუთზე ტაკეფუსა კუბოს გოლით დაწინაურდნენ და შესვენებამდე მინიმალური უპირატესობა მოიპოვეს.
მეორე ნახევარში “ვალენსია” ბასკურ გუნდს დიდი ხანი წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ შეხვედრის ბოლოს კიდევ ორი გოლი გაუშვა – ორივე ოსკარსონის ანგარიშზეა, რომელმაც დუბლი (80, 90+2) შეასრულა.
საქართველოს ნაკრების მეკარე “ვალენსიას” ძირითად შემადგენლობაში იყო და დაბალი შეფასება მიიღო – 5.9 ქულა.
8 ტურის შემდეგ “ვალენსიამ“ მხოლოდ 5 ქულა დააგროვა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზე დაქვეითდა.