გუშინ ესპანეთის ლა ლიგის IX ტურის შეხვედრაში, გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” “ლეგანესს” ესტუმრა და 0:0 დაუზავდა.
გიორგი მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა. ეს მატჩი ამ სეზონში უკვე მესამე მშრალი თამაში იყო ქართველი კიპერისთვის.
9 ტურის შემდეგ ვალენსიას 6 ქულა აქვს და რეიტინგში მეთვრამეტე ადგილზეა. “ღამურების” შემდეგი მეტოქე, 21 ოქტომბერს “ლას-პალმასი” იქნება.